დავით კაჭარავა აქციის მონაწილეებს - ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის - ჩვენ ამ გზაზე ვივლით და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად

ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას, - ასე მიმართა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ.

კაჭარავამ აღნიშნა, რომ საქართველო ყოველდღიურად გახდება მეტად დამოუკიდებელი და ევროკავშირში გაწევრიანდება ამაყად, ქვეყნის ფასეულობებისა და წინაპრების პატივისცემით.

„ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით“, - განაცხადა კაჭარავამ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია