პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიამ დღეს ადმინისტრაციაში წარდგენილი 28 კანდიდატის განაცხადიდან, განხილვის შედეგად, სრული კონსენსუსით შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიის თავმჯდომარის თამარ სულუხიას განცხადებით, კომისია გააგრძელებს მუშაობას და კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ კანდიდატების ინტერვიუების თაობაზე, იმისათვის, რომ კონკრეტული სია მიაწოდოს პრეზიდენტს.

,,მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ამ გამჭვირვალე პროცესს, რათა საზოგადოებისათვის სრულიად გამჭვირვალედ იქნეს შერჩეული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები.

კომისიამ 28 კანდიდატიდან მოკლე სია შეარჩია, ეს იყო კონსენსუსის წესით შერჩეული 8 კანდიდატი, რომლებთან ინტერვიუებიც დღეს განვახორციელეთ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც შეირჩა მოკლე სია - კონსენსუსი აღვნიშნე, ანუ მხოლოდ ის აპლიკანტები მოხვდნენ მოკლე სიაში, რომლებსაც ხმა მისცა კომისიის ყველა წევრმა იმ გამონაკლისი შემთხვევების სახით, სადაც ყველა კონკრეტულმა წევრებმა კონკრეტულ აპლიკანტებს მისცეს აცილება ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ერთი ასეთი აპლიკანტი იყო, ბატონი არჩილის შემთხვევაში კი, ორი აპლიკანტი“, - განაცხადა თამარ სულუხიამ.

ინფორმაციის თანახმად, გასაუბრების შედეგებს კომისია პრეზიდენტს 1 მაისამდე წარუდგენს.

„კომისიის შემადგენლობაში არიან: თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, (კომისიის თავმჯდომარე), არჩილ მესტვირიშვილი - სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი.

სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში