ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცებისთვის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება

მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცებისთვის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

პრეზიდენტი მადლობას უხდის უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერს მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა.

„მე ასევე მადლობელი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აღიარებს, რომ ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას. ასევე ვაფასებ პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ველი კანონპროექტის სწრაფ ხელმოწერას და სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტის მოწოდებას“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება