ჯო ბაიდენი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე - მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელს მოაწერს დოკუმენტს, როგორც კი ის ხვალ მის მაგიდაზე მოხვდება.

„მე მოვაწერ ხელს ამ კანონპროექტს და მივმართავ ამერიკელ ხალხს, როგორც კი ხვალ ჩემს მაგიდას მიაღწევს, რათა ამ კვირაში დავიწყოთ უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა. აუცილებლობა გადაუდებელია: უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის მხრიდან უწყვეტი დაბომბვის წინაშე დგას; ისრაელისთვის, რომელმაც ირანის მხრიდან ცოტა ხნის წინ უპრეცედენტო თავდასხმები განიცადა; ლტოლვილებისთვის და კონფლიქტებითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულთათვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ღაზაში, სუდანსა და ჰაიტიში და პარტნიორებისთვის, რომლებსაც სურთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერს მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა.

„ეს მნიშვნელოვანი კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც თავს იცავენ „ჰამასის“ მსგავსი ტერორისტებისგან და პუტინის მსგავსი ტირანებისგან “, - განაცხადა ბაიდენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე