შალვა პაპუაშვილი - რეზოლუციები გვინახავს სააკაშვილის გათავისუფლებაზე - იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა, რომ კრიმინალი უნდა ყოფილიყო გარეთ, თუ კანდიდატის სტატუსი გვინდოდა - სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ გვაქვს სტატუსი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ადრეც მოუწოდებდნენ, რომ სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდებოდა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა.

შალვა პაპუაშვილი ამ განცხადებით ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის განხილვას გამოეხმაურა, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება.

„რაც შეეხება რეზოლუციებს, ჩვენ რეზოლუციები გვინახავს სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ახლაც იმედია ჩაწერენ, აბა სხვა რა იქნება. წარსულის გაკვეთილი გვეუბნება, რომ ზუსტად იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა, სააკაშვილის გათავისუფლება რომ არა, კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა, რომ კრიმინალი უნდა ყოფილიყო გარეთ, თუ კანდიდატის სტატუსი გვინდოდა. ამას ითხოვდა ხალხი, აქციებს მაშინაც ატარებდა ოპოზიცია. სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. იგივე ჯგუფი ითხოვდა და დღესაც ითხოვს, რომ დავაწესოთ სანქციები რუსეთის მიმართ. სხვათა შორის, ზოგიერთთან როცა მქონია საუბარი და ვესაუბრე იმაზე, რა რისკებს შეიცავს ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ეს არის სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის და ეკონომიკური კოლაფსის რისკი, ამაზე პასუხი ზოგიერთის მხრიდან იყო: „რას იზამ, ყველა ჩვენ საფასურს ვიხდით“. ბოდიში მოგვითხოვია, მაგრამ არ ვაპირებთ, რომ საფასური იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, მის საპირწონედ დაყენებას არ ვაპირებთ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით - "საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე" ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს