შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების ბრიფინგზე - აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის დამნაშავესთან გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება, სააკაშვილის გათავისუფლება და პოლიციელზე თავდასხმა

აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის სისხლის სამართლის დამნაშავესთან გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება; ევროპული ღირებულება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და პოლიციელზე თავდასხმა, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ეს ჯგუფები, ევროპარლამენტარები, რომლებმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან ერთად ბრიფინგი გამართეს, აბსოლუტურად აცდენილები არიან არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც.

„გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო ამ მხრივ, გარკვეულწილად ჟანრის კლასიკა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ვიზუალიზაცია იმისა, თუ როგორ ესმით თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში.

გუშინ პირდაპირ ვნახეთ კადრები, ფოტოები და შინაარსი. აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის სისხლის სამართლის დამნაშავესთან გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც ბრიფინგზე იდგნენ, იქ ხომ არ იდგა მთელი პარლამენტი?

მეორე, აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი როცა გველაპარაკება, რომ ჩვენ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, ამას გულისხმობს, რომ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია. თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. მე მგონი, ვხედავთ, რომ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილები არიან არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი. რაც შეეხება შინაარსს, გუშინ გამომსვლელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან თავად მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. იატაკქვეშა ფულის ხარჯვა ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ, ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები. იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. მათ შორის, ანა ფოტიგა, მიხეილ გალერი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც და მათ გამჭვირვალობასაც ეხება და ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და ფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც აქამდე ხარჯავდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით, საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, „დროაზე“, მაგალითად, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, „სირცხვილიაზე“, მაგალითად, იხარჯება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე. ასეთ ინფორმაციას, სამწუხაროდ, კანონის არარსებობის პირობებში, რა თქმა უნდა, ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „შავ ფულზე“, აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით „შავ ფულს“, აქ ვგულისხმობთ ფულს, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს