შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ სრულად უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამ უფლებების დაცვის ჭრილში დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩანს, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მისი განცხადებით, ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით.

„ვაგრძელებთ საყოველთაო-სახალხო განხილვას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ქუთაისის, ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა ამ შეხვედრაზე ჩანს სრული მხარდაჭერა ცვლილებების მიმართ.

სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ვსაუბრობთ ელემენტარულ ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან, ასევე არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით. ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი მოსახლეობასთან, რათა განვმარტოთ, რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს უფლებრივი ნაწილის გამიჯვნა პროპაგანდისგან. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ, სწორედ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან. ასე რომ, ეს გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს