მამუკა მდინარაძე ბექა ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე - ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტებთან აფასებს.

მისი თქმით, „ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“.

„ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებები მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მიმდინარე თვის დასაწყისში ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსიმ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, ქართველი დეპუტატისთვის და ლატვიის საპატიო კონსულისთვის აღნიშნული წოდება გაეუქმებინა. ამის შესახებ განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ბექა ოდიშარიას მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს. „ოდიშარია არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში - ადამიანი, რომელსაც ლატვიამ ანდო თავისი წარმომადგენლობა. სამარცხვინოა ამის გაგრძელება, არსებობს საკმარისზე მეტი მიზეზი, რათა უკან გავიწვიოთ საპატიო კონსულის სტატუსი“,- აღნიშნა რიჰარდს კოლსიმ.

საბოლოოდ, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება დააკმაყოფილა და ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება