თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურისტულ სეზონთან მიმართებაში დადებით დინამიკას ელოდება. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის სახლში გამართულ სხდომაზე გააკეთა.

"ძალიან მალე აქტიური საზაფხულო სეზონი დაიწყება. უკვე გვაქვს პირველი კვარტლის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო არა ერთი მცდელობა, მომხდარიყო საზაფხულო და მთლიანად ტურისტული სეზონის მიმართ გარკვეული "ფეიკ" კამპანიები, დისკრედიტაციის მიზნით გორდებოდა სხვადასხვა კამპანია ჩვენი არაკეთილმოსურნეების მხრიდან, ჩვენ წელსაც შევძლებთ, რომ იმ დაგეგმილ ვიზიტორთა რაოდენობას მივაღწიოთ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებისთვის. ეს დადებითი დინამიკა აისახება სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 64%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აჭარაში”,- აღნიშნა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება