ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლებს

25 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას 40-ზე მეტი ორგანიზაცია იღებს, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან.

„მონაწილე ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის პროგრამების სტუდენტები, KIU-ს ტრენინგ პროგრამების კურსდამთავრებულები, წარადგინონ თავიანთი კომპანია და მათ კომპანიაში არსებული დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობები.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება.

ფორუმზე ორგანიზაციების გამოფენის პარალელურად, გაიმართება სხვადასხვა სემინარი და პრეზენტაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა - კარიერული ტენდენციები ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში; საბანკო სექტორი, როგორც დამსაქმებელი; დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; მომავლის პროფესიები და კონტაქტების დამყარების ძალა.

ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ICT ასოციაცია და საქართველოს საბანკო ასოციაცია. ფორუმის ფარგლებში, KIU-სა და ICT ასოციაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო უნივერსიტეტად და იყოს ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

KIU არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია