თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ქართველი ხალხის ბედი ხელში ჩაიგონ

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ხელში ჩაიგონ ქართველი ხალხის ბედი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

რიჟვაძე თბილისში 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებას გამოეხმაურა და მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნულ შეკრებას დაესწრონ.

„მოგეხსენებათ, რომ 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება პარლამენტთან, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები - მამული, ენა, სარწმუნოება. მსურს, აჭარის თითოეულ მაცხოვრებელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ერთად გამოვხატოთ ჩვენი ერთიანობა. ამიტომ, მოგიწოდებთ, კვლავაც ერთად დავდგეთ. ვისაც გწამთ და გჯერათ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, ყველას ვალია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის ფასეულობები, რომელიც უახლეს ისტორიაში, 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ და რომლის დაცვასაც შეეწირნენ ჩვენი წინაპრები და რომლის დაცვაც არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ხელში ჩაიგდონ ქართველი ხალხის ბედი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე. ამიტომ, კვლავაც ერთად დავდგეთ და ჩვენი ერთიანობა ვაჩვენოთ ხვალინდელ მსოფლიოს. ვაჩვენოთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული განვითარება”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება