ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე - რა მნიშვნელობა აქვს რა წერია, აქ მთავარია, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს, რომ საქართველო დასანქცირდეს, ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს

რა მნიშვნელობა აქვს რა წერია [ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში] აქ მთავარია, რომ ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ლობირებს საკითხს იმის თაობაზე, რომ საქართველო სხვადასხვა ეტაპზე დასანქცირდეს, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეფერხდეს და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილის მტკიცებით, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტი საქართველოს დაზიანებისკენ მიმართული პოლიტიკური ჯგუფის ქმედებაა.

“ეს ის ჯგუფია, რომელიც იგივეს ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მედიარეკეტიორ გვარამიას შემთხვევაში, ესე იყო სისხლის სამართლის დამნაშავე დავით კეზერაშვილის შემთხვევაში - საქართველოში დესტრუქციის გამომწვევი პიროვნებისა და ძალის გამო საქართველოს ამა თუ იმ ფორმით დასანქცირებას და ამა თუ იმ ფორმით დასჯას ითხოვდნენ. არ ვიცი, ეს მათი პოლიტიკური გემოვნებაა თუ ამ დაკვეთის ქვეშ არიან.

ყოველ შემთხვევაში, ეს არის მათი გზავნილი საქართველოს მიმართ და ამ გზავნილის ერთგულები არიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს