“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს სთხოვეს, ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, სურდათ თუ არა სავალი გზა გადაეკეტათ, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა.

“კანონის მე-11 მუხლის ინტერპრეტირება მოხდა. ჩვენი გამოხატვის თავისუფლება სავალი გზის გადაკეტვის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებთ. თითოეული თქვენგანის აზრი გვაინტერესებს. გთხოვთ, ხელის აწევით გვაჩვენოთ, რამდენს სურს, რომ სავალი გზა გადავკეტოთ. არავის მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენი რაოდენობა მცირდება”, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეების უმრავლესობის სურვილით, მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციისა და მსვლელობის მონაწილეებს მიმართა. ამასთან, შსს-ს განცხადების თანახმად, რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს. უწყება აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. შსს განმარტავს, რომ “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის” თანახმად, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა აკრძალულია თუ ამას შეკრების მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია