გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია - ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე და იქნება კიდეც, რადგან სამშობლოს გვართმევენ

რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „იქნება თუ არა პარალელურად „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია 29 აპრილს, როცა „ქართული ოცნება“ სახალხო შეკრებას გეგმავს“.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია "აუცილებლად ეცდება", რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, 29 აპრილი იყოს მწვავე.

„29 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც აპირებდა შეკრებას, რადგან საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. ახლა, ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია. ჩვენ ველოდებით, რომ დილიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, ამ საკომიტეტო მოსმენების პირობებში ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე. იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, 29 აპრილს ხელისუფლების მიერ შეკრების დაანონსება პროვოკაციული ქმედებაა.

„ქუჩაში გამოსვლას ვერავის ვერ შეუზღუდავ. პროვოკაციული ხელისუფლების ქმედებაა. პარლამენტში დისკუსია იქნება ამ საკითხზე, სამუშაო პროცესი იქნება კანონთან დაკავშირებით და მე ხომ არ ვიტყვი, რომ არ მოვალ? მე არ ვაპირებ ამის თქმას. დანარჩენი, საზოგადოება რა პროტესტსაც გადაწყვეტს, იმას გადაწყვეტს. ყველას აქვს გამოხატვის უფლება.

თავიდან ბოლომდე რომ ხელოვნურია მათი შეკრება, ესეც ხომ ფაქტია? - ადამიანები ჩამოჰყავთ იძულებით. ქუთაისში უამრავმა ადამიანმა გვითხრა, როგორ იძულებით მოჰყავთ ადამიანები სამარშრუტო ტაქსებით. არავის არ უნდა წამოსვლა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, აიძულებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს