ხატია დეკანოიძე - ევროპარლამენტში იყო სერიოზული და ხისტი შეფასებები, ამ ხელისუფლების პირობებში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა ძალიან რთული იქნება - ყოველდღიური ბრძოლაა მოსაგები

ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი რეზოლუციაა. ეს ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას, მათ შორის იმასაც, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნას, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი შეაფასა.

როგორც დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, გარდა რეზოლუციისა ევროპარლამენტში სერიოზული და ხისტი შეფასებები გაკეთდა.

„ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაცრი რეზოლუციაა. ეს ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას, მათ შორის იმასაც, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნას. ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან რთული იქნება და განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა.

იყო სერიოზული და ხისტი შეფასებები, მათ შორის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, ამიტომ საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა.

ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ ფასად აქვს გადაწყვეტილი, რომ ეს კანონპროექტი გაიტანოს. ამიტომ ვამბობ, რომ ყოველდღიური ბრძოლაა მოსაგები. რუსულ აბსურდში ჩატოპვას არავინ არ აპირებს. ახლა ჩვენ ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. ახლა მთავარია, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღონ და მთავარია, რომ უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალოს ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძემ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის წინ არ არის რუსული ადგილი.

ბიძინა ივანიშვილის გამო არავინ არ აპირებს დატაკებას. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არაფერი გვაქვს გასაყოფი. თანამოქალაქეები ვართ და რა უნდა გავიყოთ? ბიძინა ივანიშვილს კი ამ ქვეყნის პირად სეიფად გადაქცევის უფლებას არავინ მისცემს. 9 აპრილის ადგილას, საქართველოს პარლამენტის წინ არ არის რუსული ადგილი. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ადგილი, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ადგილი. ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ გონს მოეგოს, რადგან მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“,- განაცხადა დეკანოიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო