26-28 აპრილს ექსპოჯორჯია სამშნებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენასა და საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

26-28 აპრილს ექსპოჯორჯიაში სამშნებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება.

220-მდე კომპანია, აქიდან 40 სხვადასხვა ქვეყნის მასალების მწარმოებელი მრავალფეროვანი პროდუქციით და სპეციალური შეთავაზებებით დაგხვდებათ ადგილზე.

45 დეველოპერული კომპანია და 10 საბროკერო კომპანია უპრეცედენტო ფასდაკლებებს, გათამაშებებს და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში.

პროექტის ფარგლებში 40 საერთაშორისო საბროკერო კომპანია და ინვესტორი ეწვია საქართველოს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში B2B შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივ კომპანიებთან.

მნიშვნელოვანი სტუმრები არიან კონფერენციის ნაწილშიც ჩამოსული, სხვადასხვა ქვეყნის (გერმანია, ჩინეთი, დუბაი) საგამოფენო ცენტრის დირექტორები.

ლატვიის Citadele Bank-ის სტრატეგიული პარტნიორობის (უძრავი ქონების სამმართველო) ხელმძღვანელი, ერთერთი ყველაზე მსხვილი პოლონური სამშენებლო კომპანია - MIRBUD S.A მფლობელი და დირექტორი, Silicon Valley Proptech Association -ის დამფუძნებელი/პრეზიდენტი.

(FIABCI) Proptech-ის მსოფლიო საბჭო, პრეზიდენტი და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრები არის დაგეგმილი ხარისხის ინფრასტრუქტურის მიმართულებით სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და დონორ ორგანიზაცოებთან: GIZ, PTB CzDA.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი - ერთიანი აკრედიტაციის ორგანოს- აღმასრულებელი დირექტორი ისაუბრებენ მიმდინარე პროცესებზე და გეგმებზე.

გამოფენა და კონფერენცია ხვალ 10:30 საათიდან გაიხსნება, დასწრება თავისუფალია!

(R)

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს