აზიის განვითარების ბანკი - ბანკის ოპერაციებმა 2023 წელს 23.6 მილიარდი შეადგინა და კლიმატის რეკორდულ დაფინანსებას მიაღწია

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს საკუთარი რესურსებიდან $23.6 მილიარდი აშშ დოლარი ($) გამოყო, მათ შორის $9.8 მილიარდი კლიმატის დასაფინანსებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ციფრები მოყვანილია დღეს გამოქვეყნებულ ADB-ის 2023 წლის წლიურ ანგარიშში. ანგარიში აჯამებს ADB-ის მიერ წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებას სხვა გამოწვევებთან ერთად კლიმატის გაუარესებული კრიზისის, კონფლიქტების ზემოქმედების, სურსათით უზრუნველყოფის არასტაბილურობისა და სავალო ვალდებულებების წნეხის დასაძლევად.

“ADB-ის, როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის მზრდი მუშაობის შედეგად კლიმატის დაფინანსების ყველაზე მაღალი წლიური შედეგი მივიღეთ. კლიმატის ადაპტაციისა და შერბილებისთვის განხორციელებული ჩვენი ინვესტიციები მიმართული იყო კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიისა და მწვანე ტრანსპორტის განვითარებაზე,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია