სოზარ სუბარი - წლების წინ, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელად ვიყავი მიწვეული, რომელსაც აშშ, USAD აფინანსებდა და ამ გრანტის ნაწილი გამოყენებული იყო 2003 წლის ნოემბრის ამბებისთვის

ჩვენი მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არ არის ერთიანი - ევროკავშირში არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ ევროპულ ღირებულებებს და ადამიანები, რომლებსაც მართლაც ძლიერი ევროპა უნდათ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იმართება.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობა ქრისტიანობაზეა დაფუძნებული.

„გავიხსენებ მოქმედი რომის პაპის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ ევროპა ქრისტიანობის გარეშე არ იქნება ევროპა, მაგრამ ევროპა რაღაც ალიანსების გარეშე მაინც ევროპა იქნება. დიახ, ჩვენ გინდა ევროპა, რომელიც ქრისტიანულია და რომლის წევრადაც მიგვაჩნდა ჩვენი თავი ყოველთვის. საქართველოში რომ ტოლერანტობა იყო, ისეთი არ დასიზმრებია მსოფლიოს არცერთ ქვეყანას. თუ ვინმე არის ამ მრავალფეროვნების დამცველი და პატივისმცემელი, სწორედ მე ვარ. მაგრამ ქართულ ცივილიზაცია, სახელმწიფოებრიობა მართლმადიდებლობაზე, ქრისტიანობაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება 29 აპრილს დაგეგმილ სახალხო შეკრებას, სუბარმა თქვა, რომ შეკრებას „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერები ითხოვდნენ.

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერები ყოველდღიურად ითხოვდნენ, რომ თუ გვინდა, ხალხის ნება გამოჩნდეს, კი ნუ უყურებთ ამ 3 და 5 ათასიან აქციებს, არამედ გამოვიდეთ, ერთხელ მშვიდობიანად შევიკრიბოთ და გამოჩნდება, ვის უჭერს ხალხი მხარს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარმა, ასევე, ისაუბრა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე. როგორც მან აღნიშნა, „როდესაც რომელიმე გრანტი იმისკენაა მიმართული, რომ სახელმწიფო არეულობა, გადატრიალება მოახდინოს, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ რას აფინანსებს“. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ წარსულში თავადაც აქვს გრანტები მიღებული, სუბარმა თქვა, რომ ევროკავშირისგან გრანტი არასდროს აუღია.

„როდესაც ლაპარაკია ევროკავშირის გრანტებზე, მე როგორც ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს, არცერთი ასეთი გრანტი არ მაქვს აღებული. როგორც სახალხო დამცველის ოფისს აღებული გვაქვს გრანტი, რომელიც ადამიანის უფლებების განმტკიცებას ემსახურებოდა, ძალიან კმაყოფილი ვიყავით, კარგ საქმეებს ვაკეთებდით. უფრო ადრე, მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, USAD აფინანსებდა და ამ გრანტის ნაწილი იქნა გამოყენებული 2003 წლის ნოემბრის ამბებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას