მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაიკითხა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესზე დაიკითხა, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ნებისმიერ თანხაზე, შესაბამისი მხარჯავი ორგანოა პასუხისმგებელი.

ჩვენების მიცემის დასრულების შემდეგ, მან სასამართლოში დასმულ კითხვებსა და მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

„კითხვები შინაარსობრივად პროცედურულ საკითხებს უკავშირდებოდა, თუ როგორ ხდება ფინანსთა სამინისტროში სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესაბამისი უწყებებისთვის ასახვა, ამ პროცედურებზე გვქონდა საუბარი. ასევე იყო კითხვა შედის თუ არა ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში ხარჯების მიზნობრიობა სამართლებრივად შეაფასოს. მსგავსი კითხვების პასუხად მქონდა, რომ ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში არც ნორმატიულად და არც პრაქტიკულად არ შედის, რომ სამართლებრივად შეაფასოს ამა თუ იმ განკარგულებაში გაწერილი მიზნობრიობა სამართლებრივად სწორია თუ არა", - განაცხადა კაკაურიძემ.

მან ასევე განმარტა, თუ რის მიხედვით ხდება სწავლის დაფინანსება.

"მაგალითად, კითხვა იყო, განათლების სამინისტროს შემთხვევაში თუ ხდება დაფინანსება და დამატებით თანხის გამოყოფა თუ დამდგარა. ზოგადად, განათლების სამინისტრო აფინანსებს ყველა სკოლას, ასევე აფინანსებს უმაღლეს განათლებას, რომლის შემთხვევაშიც არის კრიტერიუმები, რა ქულას მიიღებს ეროვნულ გამოცდებში, იმის მიხედვით ხდება სტუდენტის დაფინანსება, ეს იქნება ჩემი შვილი, თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის შვილი, მას ეკუთვნის დაფინანსება, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებში და შესაბამის კანონშია გაწერილი. ეს ყველასთვის ერთნაირია, განცალკევება იმის, რომ ეს თანამდებობის პირია და არ უნდა მიიღოსო, მსგავსი რამე არც ხდება და ალბათ, არც იქნება სწორი, მოხდეს",- განაცხადა კაკაურიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ