გია ვოლსკი - სადაც და რა პროცესებშიც სააკაშვილი შევა, უნდა ველოდოთ დაძაბულობას, გაურკვევლობას, შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას

იგი [მიხეილ სააკაშვილი] დიდი ხანი იმყოფებოდა ამ პოლიტიკური სტრატეგიის მძევლად და როგორც კი გამოვიდა მძევლის პოზიციიდან, მაშინვე მოინდომა, რომ სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესებს და სოფო ჯაფარიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგეს გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიანი სიით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, მომავლის თემაა თუ რამდენად იქნება მისაღები მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან ეს.

“მას მერე, რაც მოგონილი სიმულირებული დემენციიდან გამოვიდა სააკაშვილი და თავი დაანება ავადმყოფი დემოკრატის თამაშს, რასაკვირველია, მას მერე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შეცვლილა მისი მესიჯი. იგი დიდი ხანი იმყოფებოდა ამ პოლიტიკური სტრატეგიის მძევლად და როგორც კი გამოვიდა ამ მძევლის პოზიციიდან, მაშინვე მოინდომა, რომ სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესებს და სოფო ჯაფარიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგეს გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” ერთიანი სიით. ეს რამდენად იქნება მისაღები მისი თანაგუნდელების მხრივ, ეს მომავლის თემაა. ალბათ, გამოჩნდება საკითხის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილის მხრიდან, როგორც საქართველოს მიმართ ჰქონდა მის მმართველობას დამანგრეველი და შემარყეველი ეფექტი, ასევე ყოველთვის, სადაც და რა პროცესებშიც იგი შევა, უნდა ველოდოთ დაძაბულობას, გაურკვევლობას, შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას. ამისი მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია სააკაშვილს და ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებაში სიღრმისეულად უნდა დაფიქრდეს კიდევ ერთხელ, ლიდერი იქნება თუ ჩვეულებრივი მხარდამჭერი კოლექტიური “ნაცმოძრაობისა”, ვის საით უნდა რომ ქვეყანა წაიყვანოს, ვინა არის სააკაშვილი და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დესტაბილიზაციის განვითარების აუცილებლობისაკენ მოგვიწოდებენ. სააკაშვილს, რა თქმა უნდა, თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, მათთან შედარებით ამ მიმართებით ყველაზე დიდი და ეფექტური რესურსი გააჩნია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება, რომ ისინი ჩვეულებრივად მოიქცნენ. მისივე თქმით, მათ სჭირდებათ ერთიანი სია.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ამოცანა ამ ერთობისთვის ხელის შეწყობაა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა