შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით - აქ გადამწყვეტია, არა როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულდება

რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ [ევროკავშირში] გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით, ეს ისედაც ჭეშმარიტებაა - რაც შეეხება პროცესს, როდის რა მოხდება, სინამდვილეში აქ გადამწყვეტია, არა თუ როდის დაიწყება რაღაც პროცესი, არამედ როდის დასრულება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, მედიასთან შეხვედრაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვას, რომელიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, პროცესის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის პარალელური წინსვლა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რომ მზად ვიყოთ გაწევრიანებისთვის, უკვე წევრი ვიქნებოდით, ეს ისედაც ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც პროცესს, უნდა შევხედოთ რაზე გვაქვს საუბარი.

საქართველო დღეს ისე ახლოა ევროკავშირთან, როგორც არასდროს. სინამდვილეში, ჩვენ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში შევძელით იმხელა ნახტომის გაკეთება ევროპასთან ინტეგრაციის, რომელიც არ ყოფილა არც ერთი ხელისუფლების დროს, არც ერთ მომენტში. ჩვენს პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. არა მარტო ხელი მოვაწერეთ, არამედ ამ შეთანხმების ნახევარი უკვე შესრულებულია და რას ნიშნავს ახლა ეს საბოლოოდ და რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ერთი ორი მყვირალა თემა რომ დავივიწყოთ და დროებით გვერდით გადავდოთ, რაც წარმოჩენილია თითქოს ევროინტეგრაციის მთავარი საკითხებია. სინამდვილეში, ის, რაც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, ეს გულისხმობს სტანდარტებს, მომხმარებელთა უფლებებს, გარემოს დაცვას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, აი, ამ სფეროებში და ზოგადად, ის რაც ადამიანის ცხოვრებას ეხება. აქ ჩვენ ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს. ასოცირების შეთანხმება მოიცავს ევროკავშირის სამართლის 70%-ს, რომლის ნახევარი ჩვენს კანონმდებლობაში უკვე ინტეგრირებული გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს კანონმდებლობით, რომელშიც ევროკავშირის კანონმდებლობის თითქმის ნახევარი უკვე ინტეგრირებულია. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ნახტომი.

რაც შეეხება პროცესს, როდის რა მოხდება. სინამდვილეში აქ გადამწყვეტია არა თუ როდის დაიწყება რაღაც პროცესი, მაგალითად, როდის მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი ან როდის გაიხსენა მოლაპარაკებები. სინამდვილეში გადამწყვეტია, როდის დასრულება პროცესი.

დასრულებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარალელური წინსვლა. ჩვენ წინ ვართ ვიდრე უკრაინა, წინ ვართ ვიდრე მოლდოვა, ვიდრე ბოსნია-ჰერცეგოვინა. შეიძლება მათთან უფრო ადრე დაიწყონ მოლაპარაკება. ცნობისთვის, დღემდე არ დაწყებულა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასევე ბოსნიასთან. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება არსებობს, რომ დაიწყება. ამიტომ, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ მოლაპარაკება გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობითად, დაიწყება 2024-25 წლებში, მნიშვნელოვანია, როდის დამთავრდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუშაობა იმ საკითხებზე, რომელზეც სამწუხაროდ, ოპოზიცია არ მუშაობს პარლამენტში, რაზეც ჩვენ გვიწევს მარტო მუშაობა. ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფი, მათ შორის არასამთავრობოო ორგანიზაციები, ჩაციკლულია რამდენიმე მყვირალა თემაზე. უამრავი საკითხია მოსაწესრიგებელი და სამსჯელო. ჩართულობაა არის ნულოვანი ოპოზიციის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა: "დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ არის კონსენსუსი ამაზე, დრო დასჭირდება. სტატუსის მიღება იყო პიკი, რისი მიღწევაც ქვეყანამ შეძლო".

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია