პაატა მანჯგალაძე - მინდა იცოდეს ყველამ, ვინც 29 აპრილის აქციაზე მისვლას აპირებს, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა

მინდა იცოდეს ყველამ, ვინც 29 აპრილის აქციაზე მისვლას აპირებს, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა, რომლის ჩადენაც ივანიშვილმა განიზრახა, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე.

“ევროპული რეზოლუციის მიღების შემდეგ, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ გაიხსნება, გარდა ამისა, შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლის საკითხის გადახედვა, ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის ნათელი დადასტურებაა.

შესაბამისად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ 29 აპრილის აქციაზე ხელისუფლების ერთადერთი მიზანია ამოეფარონ იქ მისული ადამიანების სახელებს და სახეებს და მათი ჩართულობით ჩაიდინონ უდიდესი ღალატი. სწორედ ამიტომ მინდა იცოდეს ყველა საჯარო მოხელემ, თუ სხვა პირებმა, ვინც აპირებენ 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება გზაში მწვადის საჭმელად, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა, რომლის ჩადენაც განიზრახა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ.

ხელისუფლების აქციაზე მისვლა ნიშნავს თანხმობას საკუთარი შვილების უკეთესი მომავლის მოსპობაზე, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს გაწირვაზე სიღარიბისთვის, უმუშევრობისთვის, ეს ნიშნავს თანხმობას საქართველოს ქართველებისგან საბოლოო დაცლაზე. ამიტომ ყველას ვურჩევ გაიაზრონ ეს საფრთხეები და უარი თქვან ქვეყნის მიზანმიმართულ ღალატში თანამონაწილეობაზე. კი ევროპას! არა „რუსულ კანონს“! არა რუსულ მთავრობას! გამარჯვება საქართველოს!” - განაცხადა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის