შალვა პაპუაშვილი - როცა გვეუბნებოდნენ, დააწესეთ სანქციები და ვეკითხებოდით, გვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას? გვეუბნებოდნენ - არა - ვეუბნებოდით, ჩვენს სანქციას თუ მოჰყვა ტოტალური ემბარგო, ეკონომიკურად აგვინაზღაურებთ? გვეუბნებოდნენ - არა

როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ დააწესეთ სანქციები და ვეკითხებოდით, გვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას? გვეუბნებოდნენ - არა. ვეუბნებოდით, ჩვენს სანქციას თუ მოჰყვა ტოტალური ემბარგო, ეკონომიკურად აგვინაზღაურებთ? გვეუბნებოდნენ - არა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბათუმში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სოლიდარობის სხვა ქვეყნების მიმართ, ისინი უფრთხილდებიან საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს და ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსში ვერ ჩააგდებენ.

,,აი, როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დააწესეთ სანქციები და ვეკითხებოდით, კი მაგრამ, ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, არ ვართ ევროკავშირის წევრი, ოკუპანტი ქვეყნის ძალები დგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში, ხოლო ავტობანიდან 500 მეტრში და ამით უკვე ცხადია რა რისკების წინაშე არის ქვეყანა, თავი რომ დავანებოთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ერთი, გვაძლევთ რაიმე გარანტიას უსაფრთხოების, რომ თუკი რაიმე მოხდება, თქვენ დაგვიცავთ? გვეუბნებოდნენ - არა. მეორე, ვეუბნებოდით, თუკი ეკონომიკურად ჩვენ ამით კატასტროფაში გადავვარდით და ჩვენს სანქციას მოჰყვა ტოტალური სანქციები და ემბარგო, საქართველო ყველაზე სანქცირებული ქვეყანა იყო რუსეთის მხრიდან, ამას ეკონომიკურად აგვინაზღაურებთ? გვეუბნებოდნენ - არა. მაშინ, კითხვა იყო, აბა რატომ გვთხოვთ ამას? ხომ იცით, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ომი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური კოლაფსი.

სხვათა შორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომელიც ახლახან ძალიან გააქტიურებული იყო ამ კანონთან დაკავშირებით, ვკითხე, კი მაგრამ, ასეთი გამოწვევებია ჩვენთვის, ეს ფაქტობრივად, შეიძლება ნიშნავდეს ომს და კოლაფსს და ასე მიპასუხა მან, რომ, რა ვქნათ, ყველამ რაღაც უნდა მოვიკლოთო. რა თქმა უნდა, იქვე იყო ჩემი პასუხი, რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ჩვენ ვერ მოვიკლებთ ჩვენს მოქალაქეებს და სისხლს ვერ დავაღვრევინებთ აქ ვერავის და მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სოლიდარობისა, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსში ვერ ჩავაგდებთ. სხვათა შორის, თანმხლები პირები ჰყავდათ, უცხოელები ასევე და შემდეგ, მადლობა გადამიხადეს ამ სიტყვებისთვის, ვინაიდან თვითონაც მიხვდნენ რამდენად არაადეკვატური იყო ეს პოლიტიკოსი თავის გამონათქვამებში და ალბათ, რაღაც მომენტში დავასახელებ კიდეც ვისზე იყო საუბარი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება