გიული ალასანია - დღეს მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია - ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს

დღეს მიღებული რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი პირველ რიგში მხარს უჭერენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს და ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მიუხედავად ევროპარლამენტარების გადატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, მათ შეძლეს და მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

„რამდენი რეზოლუცია მიიღეს უკვე პერსონალურად ჩემს შვილთან, მის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის წესრიგი გადატვირთული იყო, საქართველოს საგანგებოდ დიდი ყურადღება მიექცა, დებატები უძღოდა წინ დღევანდელ დღეს და საბოლოოდ მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, სახელმწიფოს უჭერენ პირველ რიგში მხარს და მხარს უჭერენ ჩემს შვილსაც, რაც მე ძალიან მახარებს.“ - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია