შალვა პაპუაშვილი - 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეულმა ჯგუფმა შეიმუშავა მემორანდუმი - „არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია“, სადაც ერთი ერთში წერია ის, რაც წერია ჩვენთან კანონში

2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციათა გარკვეულმა ჯგუფმა შეიმუშავა მემორანდუმი თუ შეთანხმება, „არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია“, სადაც ერთი ერთში წერია ის, რაც წერია ჩვენთან კანონში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წელს არასამთავრობოთა გარკვეულმა ნაწილმა დეკლარაციაში ჩაწერა, რომ იღებენ ვალდებულებას შექმნან ცალკე ვებგვერდი, რომელზეც ისინი ყოველწლიურად გამოაქვეყნებენ თავის ფინანსურ ანგარიშგებას.

„თუ არ ვცდები, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ დეკლარაციას მოაწერა ხელი 2016 წელს და ჩაწერა შიგნით, რომ იღებენ ვალდებულებას შექმნან ცალკე ვებგვერდი, რომელზეც ისინი ყოველწლიურად გამოაქვეყნებენ თავის ფინანსურ ანგარიშგებას, სადაც დაწერენ, ვისგან მიიღეს დაფინანსება, რომელი პროექტები იყო, რა შინაარსის, რა ვადის. ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, 2016 წელს თვითონ გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განცხადება. მეტიც, საიტიც შექმნეს და დაიწყეს კიდეც, 2 წელი ტვირთავდნენ. ანუ, ვალდებულება აიღეს, ერთი, ჩვენ ვებგვერდზე გამოვაქვეყნებთ ფინანსურ დეკლარაციას და ასევე, საერთო ვებგვერდზე, რომ ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვისო. 2 წელი აქვეყნეს ეს ყველაფერი და შემდეგ, როგორც ჩანს, ის პროექტი, რომელიც კოორდინირებდა, დასრულდა. ეს ვებგვერდი იქცა მონაცემთა სასაფლაოდ, მიტოვებულ ვებგვერდად. შარშან, როდესაც ამ კანონზე ვმსჯელობდით და ვახსენეთ ეს ვებგვერდი, საერთოდ გააქრეს და დღეს ამ ლინკით ვერსად ვერ გადახვალთ. ანუ, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარეს მაშინ, ერთი, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია; მეორე - მანამდე არსებული დონე გამჭვირვალობის არ იყო სათანადო და მესამე - თავად აიღეს ვალდებულება, რომ ფინანსური ანგარიშგება საზოგადოებისთვის გაეკეთებინათ. რა შეიცვალა მაშინ 2016 წლიდან მოყოლებული? შეიცვალა ერთადერთი ის, რომ დამთავრდა ის პროექტი და აღარ დაიწყეს გამოქვეყნება და ასე ვთქვათ, თვითრეგულაციით, სამწუხაროდ, ეს საკითხი არ წყდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს