„არემჯის“ ჟენევის უნივერსიტეტიდან სტუმრობდნენ

„არემჯის“ ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ მორიცი, და ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი, შაფაკ სონმეზი სტუმრობდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სტუმრებმა კომპანიის საბადოები დაათვალიერეს, საველე სამუშაოები ჩაატარეს და სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო ნიმუშები აიღეს. ვიზიტის ფარგლებში სამეცნიერო სემინარიც გაიმართა, რომელსაც „არემჯი“ ჯგუფის გეოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.

„არემჯი“ უკვე მრავალი წელია ჟენევის უნივერსიტეტთან კომპანიის გეოლოგიისა და გრძელვადიანი სამთო დაგეგმარების საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, მალხაზ ნაცვლიშვილისა და კარტირების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ფოფხაძის ინიციატივითა და ჩართულობით თანამშრომლობს. თანამშრომლობა ბოლნისის საბადოების, მათი გავრცელებისა და არსებული საბადოების გეოლოგიური კრიტერიუმების შესწავლას ითვალისწინებს.

„პროფესორი მორიცი და მეცნიერი სონმეზი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის გეოლოგები არიან და გვსურდა, მათი გამოცდილება, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი სპეციალისტისთვის გაგვეზიარებინა. სწორედ ამიტომ, სემინარის ფორმატის შეხვედრა დავაორგანიზეთ, სტუდენტები და პროფესორები მოვიწვიეთ. დარწმუნებული ვარ, ყველასათვის ძალიან საინტერესო დღე იყო, რადგან სტუმრებმა ისეთი ინფორმაცია გაგვიზიარეს, რომელიც მადნეულის საბადოების გეოლოგიის კუთხით არსებულ ტენდენციებს, თანამედროვე მეთოდების ინტენსიურ გამოყენებას და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო სტანდარტებს გეოლოგიის სფეროში შეეხებოდა“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეოლოგიისა და გრძელვადიანი სამთო დაგეგმარების საკითხებში, მალხაზ ნაცვლიშვილმა.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო შევხვედროდით „არემჯის“ სპეციალისტებს. წლებია ვთანამშრომლობთ და კომპანია ყოველთვის ღია იყო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. შაფაქ სონმეზი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩემთან ერთად საქართველოს ეწვია, თუმცა, ამ დრომდე გვყოლია სხვა სტუდენტებიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ მსგავს კვლევებში.

თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, შევძელით შეგვეგროვებინა საკმაო მასალა და ვფიქრობ, რომ ეს კომპანიისთვისაც სასარგებლოა. სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია ქართველ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ ისეთი საკითხები, რაც ერთის მხრივ ჩვენთვის არის საინტერესო, მეორე მხრივ კი - კომპანიისთვის”, - განაცხადა ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორმა, რობერტ მორიცმა.

„ჟენევის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტთან უკვე 15 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ, არაერთი პროექტი განხორციელებულა შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის, ჟენევის უნივერსიტეტისა და „არემჯის“ ჩართულობით ამ დროის განმავლობაში. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევები აკადემიური ხასიათისაა, თუმცა, კერძო კომპანიების ასეთი ტიპის კვლევებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ ჩვენს საწარმოო ტერიტორიაზე ჩაატარონ აკადემიური კვლევებისთვის საჭირო სამუშაოები, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტი ყველა ამ მონაცემს და შედეგს, რომელსაც იღებენ ჟენევის და ლოზანას მაღალრეიტინგული ლაბორატორიებიდან სრულად გვიზიარებენ კომპანიას. ასეთი კვლევებისა და ინტერესების შერწყმა ერთი მხრივ აკადემიური და მეორე მხრივ პრაქტიკული აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებში, რაც მეტად ზოგავს დროსა და რესურსებს კომპანიებისთვის და საშუალებას აძლევს მისი ინტერესების განხორციელებას“, - განაცხადა გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, „არემჯის“ გეოლოგიური კარტირების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ფოფხაძემ.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

„არემჯის“ ჟენევის უნივერსიტეტიდან სტუმრობდნენ

„არემჯის“ ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ მორიცი, და ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერი, შაფაკ სონმეზი სტუმრობდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, სტუმრებმა კომპანიის საბადოები დაათვალიერეს, საველე სამუშაოები ჩაატარეს და სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო ნიმუშები აიღეს. ვიზიტის ფარგლებში სამეცნიერო სემინარიც გაიმართა, რომელსაც „არემჯი“ ჯგუფის გეოლოგიური დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.

„არემჯი“ უკვე მრავალი წელია ჟენევის უნივერსიტეტთან კომპანიის გეოლოგიისა და გრძელვადიანი სამთო დაგეგმარების საკითხებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, მალხაზ ნაცვლიშვილისა და კარტირების სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ფოფხაძის ინიციატივითა და ჩართულობით თანამშრომლობს. თანამშრომლობა ბოლნისის საბადოების, მათი გავრცელებისა და არსებული საბადოების გეოლოგიური კრიტერიუმების შესწავლას ითვალისწინებს.

„პროფესორი მორიცი და მეცნიერი სონმეზი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის გეოლოგები არიან და გვსურდა, მათი გამოცდილება, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი სპეციალისტისთვის გაგვეზიარებინა. სწორედ ამიტომ, სემინარის ფორმატის შეხვედრა დავაორგანიზეთ, სტუდენტები და პროფესორები მოვიწვიეთ. დარწმუნებული ვარ, ყველასათვის ძალიან საინტერესო დღე იყო, რადგან სტუმრებმა ისეთი ინფორმაცია გაგვიზიარეს, რომელიც მადნეულის საბადოების გეოლოგიის კუთხით არსებულ ტენდენციებს, თანამედროვე მეთოდების ინტენსიურ გამოყენებას და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო სტანდარტებს გეოლოგიის სფეროში შეეხებოდა“, - განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გეოლოგიისა და გრძელვადიანი სამთო დაგეგმარების საკითხებში, მალხაზ ნაცვლიშვილმა.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი იყო შევხვედროდით „არემჯის“ სპეციალისტებს. წლებია ვთანამშრომლობთ და კომპანია ყოველთვის ღია იყო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. შაფაქ სონმეზი ერთ-ერთი სტუდენტია, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩემთან ერთად საქართველოს ეწვია, თუმცა, ამ დრომდე გვყოლია სხვა სტუდენტებიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ მსგავს კვლევებში.

თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, შევძელით შეგვეგროვებინა საკმაო მასალა და ვფიქრობ, რომ ეს კომპანიისთვისაც სასარგებლოა. სასიამოვნოა, რომ შეგვიძლია ქართველ კოლეგებთან ერთად განვიხილოთ ისეთი საკითხები, რაც ერთის მხრივ ჩვენთვის არის საინტერესო, მეორე მხრივ კი - კომპანიისთვის”, - განაცხადა ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორმა, რობერტ მორიცმა.

„ჟენევის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტთან უკვე 15 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ, არაერთი პროექტი განხორციელებულა შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის, ჟენევის უნივერსიტეტისა და „არემჯის“ ჩართულობით ამ დროის განმავლობაში. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული კვლევები აკადემიური ხასიათისაა, თუმცა, კერძო კომპანიების ასეთი ტიპის კვლევებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ ჩვენს საწარმოო ტერიტორიაზე ჩაატარონ აკადემიური კვლევებისთვის საჭირო სამუშაოები, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსიტეტი ყველა ამ მონაცემს და შედეგს, რომელსაც იღებენ ჟენევის და ლოზანას მაღალრეიტინგული ლაბორატორიებიდან სრულად გვიზიარებენ კომპანიას. ასეთი კვლევებისა და ინტერესების შერწყმა ერთი მხრივ აკადემიური და მეორე მხრივ პრაქტიკული აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებში, რაც მეტად ზოგავს დროსა და რესურსებს კომპანიებისთვის და საშუალებას აძლევს მისი ინტერესების განხორციელებას“, - განაცხადა გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, „არემჯის“ გეოლოგიური კარტირების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ფოფხაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა