„არასოდეს გამიშვა“ - ნობელიანტი მწერლის კაზუო იშიგუროს ცნობილი რომანი, რომელმაც მსოფლიო მოიარა

როგორია შენი ცხოვრება, როცა იცი, რომ ადამიანი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ სამომხმარებლო რესურსი ხარ? - ეს არის მთავარი კითხვა, რაც იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს რომანში - „არასოდეს გამიშვა“ არის დასმული.

ნობელიანტი მწერლის ანტიუტოპიური რომანი 2005 წელს გამოიცა. ეს მისი რიგით მეექვსე ნოველაა, რომელიც გვიამბობს 1990-იანი წლების ინგლისის ალტერნატიულ რეალობაზე, რომელშიც ადამიანებისგან მასობრივად ქმნიან კლონებს და ეს აბსოლუტურად ლეგალურია.

2010 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა მარკ რომანეკის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. „არასოდეს გამიშვა“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დრამაა, რაც შეიძლება ნახოთ.

კაზუო იშიგურომ შექმნა ისტორია, სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს, სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს, ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ „საჩუქარს“ მათ მომავალ ცხოვრებაზე.

მწერალს ნობელის პრემია ლიტერატურაში 2017 წელს მიენიჭა. იშიგურო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული თანამედროვე ინგლისურენოვანი მწერალია. გამორჩეულია მისი სხვა ნაწარმოებები, მაგალითად, „დღის ნარჩენები“, რისთვისაც ბუკერის პრემია მიანიჭეს. აღნიშნულ პრემიაზე კაზუო იშიგურო 4-ჯერ იყო ნომინირებული რომანებისთვის: „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“, „როდესაც ობლები ვიყავით“, „არასოდეს გამიშვა“ და როგორც აღვნიშნეთ, „დღის ნარჩენები“.

„არასოდეს გამიშვა“ ჟურნალმა Time-მა 1923 წლის შემდეგ დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა. 2008 წელს იშიგუროს ამავე გამოცემის სიაში „1945 წლის შემდგომ მოღვაწე საუკეთესო 50 ბრიტანელი მწერალი“ 32-ე ადგილი მიენიჭა.

კაზუო იშიგუროს აქვს უნარი, რომანებში შექმნას მძაფრი ემოციური ფონი, რის გამოც მკითხველი სუნთქვაშეკრული ეცნობა მის შემოქმედებას.

მწერლის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები თარგმნილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და წიგნის მაღაზიებში. რომანებს შორისაა: „დღის მიწურულს“, „როცა ობლები ვიყავით“, „და შემდეგ“, „არასოდეს გამიშვა“, „დაფლული გოლიათი“, „კლარა და მზე“.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა