რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის დასანქცირება, გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში აფასებს.

იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა, რეზოლუციით მოითხოვა „სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია".

„ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:

სააკაშვილის გათავისუფლება;

ივანიშვილის დასანქცირება;

გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;

ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა.

ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…

ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!

ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!” - წერს რატი იონათამიშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს