ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან - დამთავრდა სახლში პულტებით ტელევიზორთან ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან. რეზოლუციაში ასევე მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს იძულებულს ხდის, რომ უმძიმესი ნაბიჯები გადადგან.

„უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 - დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს. უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან.

ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას - ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი, სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი.

ჩემო ძვირფასებო დამთავრდა დრო სახლში ჯდომის, პულტებით ტელევიზორთან სხდომა და აბსოლუტურად ყველა საქმე კარგავს აზრს. საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და აბსოლუტირად ყველა ჩავერთოთ რუსული კანონის, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია, ძალა ევროპაშია!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება