თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის იმის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ “ქართული ოცნება” ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას, საქართველო იყოს დემოკრატიული, ნატოსა და ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა და გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ”.

აქუბარდიას განმარტებით, შემაშფოთებელია ვიზალიბერალიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

“მოცემულობაში, როდესაც ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში პირობა ჰქონდა დადებული, რომ 9 ევროპულ ნაბიჯს შეასრულებდა, აქედან გამომდინარე დეკემბერში საქართველო შეძლებდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, ამ ტიპის რეზოლუცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ არის იმის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ “ქართული ოცნება” ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ნატოსა და ევროკავშირის წევრი. მათ შორის, ყველაზე შემაშფოთებელია ევროკავშირისგან გამოყოფილი დახმარების პირობითობის კონტექსტი. იმიტომ, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს მიმართულებით და კიდევ უფრო შემაშფოთებელია ვიზალიბერალიზაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც ცალსახად ვიზალიბერალიზაციის გადახედვის და შეჩერების პირობებში არის ერთი მხრივ, ევროკავშირთან საგარეო ურთიერთობების დაზიანება და მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების გაუარესება ქვეყნის შიგნით. ამ მოცემულობას ქმნის “ქართული ოცნების” ის კანონი, რომელსაც აბსოლუტურად სამართლიანად შეერქვა “რუსული კანონი”, რადგან მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომ დღეს საქართველო ჩამოშორდეს დასავლურ ოჯახს, ნატოსა და ევროკავშირში წევრობას. ასევე, მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველო გადაიქცეს ავტორიტარულ ქვეყნად ისე, როგორც არის რუსეთი. ამ მოცემულობაში ვერანაირი ყალბი გამჭვირვალობა ამას ვერ გაამართლებს.

რაც არ უნდა “ჩალის ფასი” უწოდონ ევროპარლამენტის რეზოლუციას, მოცემულობაში ჩვენ გვაქვს ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, ჯოზეფ ბორელის განცხადება და სახელმწიფო დეპარტამენტის რვა განცხადება”, - განაცხადა აქუბარდიამ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ