შალვა პაპუაშვილი ,,ბათუმელების”რედაქტორს - ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, თუმცა კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს

თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, რითაც გამოეხმაურა ,,ბათუმელების” რედაქტორის პოზიციას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ მედიასაშუალებას მოუწია ბოდიშის მოხდა, როდესაც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით და ახლა მისი პოზიცია გაუგებარია.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ჟურნალისტებს აქვთ პოლიტიკური პოზიცია.

,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე. სამწუხაროდ, თქვენ გაქვთ პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. ესაა პრობლემა, რომ ნაცვლად ჟურნალისტიკისა, გაქვთ პოლიტიკური პოზიცია. თუმცა, ეს არის სხვა განზომილების პრობლემა, როდესაც ჟურნალისტიკა იქცა პოლიტიკად, რაც უპირველესად საკუთარი პროფესიის უპატივცემულობაა ჩემი აზრით.

ცოტა ხნით ადრე ერთი ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, ქალბატონი ალბათ, ამის გამოა ნაწყენი და კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს. ამაზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი, თავადვე აღიარეს, რომ იყო ტყუილი მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს