შალვა პაპუაშვილი „ბათუმელების“ რედაქტორს - არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება

არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, "ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის

,,არ ვიცი, რა ძალაა ისეთი, რომელიც ერთხელ ბოდიშმოხდილ ამბავზე კიდევ წაგიყვანს ადამიანს ცილისწამებაზე, თუ არა ადამიანური ეთიკის ელემენტარულ წესებზე გადაბიჯება.

კარგია, რომ, სამართლებრივად, იმდენს მაინც მიხვდა, ეს გამოცემა, რომ ტექსტად არ აქცია ის ცილისწამება, რაც მისმა რედაქტორმა იკადრა. მაგრამ ვიდეოს სახით რომ ავრცელებენ, ესეც ბევრზე მეტყველებს.

"ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ ასეთი ქცევა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უალტერნატივოა მედიის დაფინანსების გამჭვირვალობა, რომლის გამჟღავნების წინააღმდეგაც ეს გამოცემა იბრძვის.

"გამჭვირვალობის კანონის" არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიის უკან „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) დგას.

ამით ყველაფერი ნათქვამია, ვინაიდან ამ ქცევაში არაფერია ქართული”, - წერს შალვა პაპუაშვილი, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე