გივი მიქანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 8 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გივი მიქანაძე სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარე სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მთავრობამ დააინიცირა და რომელიც 800 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. მომავალი თაობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო გარემო საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. სახელმწიფო ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ასევე ისიც, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ.

კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად სკოლები დაათვალიერეს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანიანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა