სალომე სამადაშვილი - მამუკა მდინარაძე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცალ ფეხზე მდგომი დარჩება, მეორე ფეხს ვერც ევროპაში შედგამს და ვერც ქართველ ხალხთან მისასვლელად დადგამს მიწაზე - ჯობია დროზე გაჩუმდეს

მამუკა მდინარაძე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცალფეხზე მდგომი დარჩება, მეორე ფეხს, ვერც ევროპაში შედგამს და ვერც ქართველ ხალხთან მისასვლელად მიწაზე დადგამს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან და მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებული განცხადებები შეაფასა.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ჯობია მამუკა მდინარაძე გაჩუმდეს და ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს.

მამუკა მდინარაძე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცალფეხზე მდგომი დარჩება, ისე რომ, მეორე ფეხს ვერც ევროპაში შედგამს და ვერც ქართველ ხალხთან მისასვლელად ვერ დადგამს მიწაზე. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება მდინარაძე ოქტომბრის მერე. ამიტომ ჯობია დროზე გაჩუმდეს, ბოდიში მოუხადოს ხალხს და, როგორც შარშან წაიღეს ეს კანონი უკან, ისე მოიქცნენ, უფრო სწორი იქნება.

რაც შეეხება ევროკავშირს, მას აქვს თავისი წესები და პირველი საკითხი ეხება დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებას. ჩვენ ევროკავშირი ერთადერთ რამეს გვთხოვს - სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება უნდა ყველას, გარდა ბიძინა ივანიშვილისა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის გადახედვას უკავშირდება და შეაფასა მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები პროცედურასთან დაკავშირებით.

სამადაშვილის თქმით, შეჩერების მექანიზმი შეცვლილია, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი უკეთ გაერკვიოს ევროკავშირის პროცედურებში. მარტივი ასამოქმედებელი არ არის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა, მაგრამ გამარტივებულია.

მექანიზმი შეცვლილია, შესაბამისად, არანაირ კონსენსუსს არ მოითხოვს, რომ ამ საკითხზე დაიწყოს მსჯელობა და გადაწყვეტილებაც შესაძლებელია იქნას მიღებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ჩადო, ხვალ ევროპული საბჭო ამაზე დაიწყებს მსჯელობას, პროცედურები ნამდვილად არსებობს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, შეცდომა ხომ არ არის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თემის შეყვანა რეზოლუციაში, სამადაშვილი პასუხობს, რომ „ევროპარლამენტის პრეროგატივაა თავის რეზოლუციაში რას ჩაწერს“.

ასეთ რეზოლუციაში პირველად არ ხვდება სააკაშვილის საკითხი, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ასეთი თემა რჩება დღის წესრიგში.

„ქართული ოცნება“ ცდილობს მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები, რომ თითქოს სააკაშვილის საკითხს უკავშირდება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა. ადრეც იყო რეზოლუციებში სააკაშვილის საკითხი, მაგრამ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო“,- განაცხადა სამადაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო