პაატა ზაქარეიშვილი - უტიფრად უტევენ ევროკავშირს - ეს არის არა პრორუსული, არამედ წმინდა წყლის რუსული პოლიტიკა, ეს მტკიცდება კანონით და ეს ძალიან საშიშია

უტიფრად უტევენ ევროკავშირს, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ხელისუფლება ნატო-სა და ევროკავშირისგან დისტანცირებას ახდენს, რაც „წმინდა წყლის რუსული პოლიტიკაა“.

„ჩვენ არ ვიყენებთ არც ნატო-ს და არც ევროკავშირს და ვახდენთ დისტანცირებას, ჩემთვის ეს არის არა პრორუსული პოლიტიკა, არამედ წმინდა წყლის რუსული პოლიტიკა, ეს მტკიცდება ამ კანონით. ეს ძალიან საშიშია.

როგორ უტიფრად უტევენ ევროკავშირს, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. ევროკავშირი ჩვენზე უფრო მეტად ზრუნავს საქართველოზე. უფრო მეტად უყვარს და უფრო მეტად უნდა, რომ გადაარჩინოს საქართველო, ვიდრე „ქართულ ოცნებას““, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის მტკიცებით, ჩვენ არჩევანი გვაქვს არა „ქართულ ოცნებასა“ და ევროპას შორის, არამედ ევროპასა და რუსეთს შორის.

მისივე თქმით, დღეს სომხეთი უფრო პრინციპულ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს, ვიდრე საქართველო.

„ერთი მეორის მიყოლებით წამოვიდა რუსეთის პოლიტიკოსების მიერ ქება-დიდება საქართველოს ხელისუფლების. დღეს სომხეთი უფრო პრინციპულია მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უფრო მიბმულია რუსეთზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად და მილიტარისტულად, ვიდრე საქართველო, მაგრამ უფრო პრინციპულ პროდასავლურობას ავლენს, ვიდრე დღევანდელი „ქართული ოცნება“ და სომხეთს იმას ვერ უბედავენ, რასაც გვიბედავენ ჩვენ. ასეთი შეფასებები და ასეთი მიმართულებით ლაპარაკი არ არის. ამიტომ ტყუილია, რომ თითქოს რაღაც საფრთხე არსებობს რუსეთიდან, როცა სომხეთი ძალიან პრინციპულია, მოლდოვა ძალიან პრინციპულია, როცა აზერბაიჯანმა მიაღწია იმას, რომ რუსეთმა გაიყვანა ჯარები. აშკარად სულ სხვა პროცესებია ქვეყანაში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა