„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის  შეხვედრა დღეს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრა დღეს, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.

„ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის - კონკრეტულად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია გადავლახოთ სირთულეები და პრობლემები, რომლებიც დაგროვდა ნახევარი წლის განმავლობაში, როდესაც ველოდით გადაწყვეტილებებს ამერიკის მხარდაჭერის შესახებ.

მისი თქმით, უკრაინამ პოლიტიკურად უკვე იმუშავა ამ მხარდაჭერის მიღებისთვის.

„ახლა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პაკეტების საჭირო იარაღით შევსებაზე, ასევე ლოგისტიკის საკითხებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები უკრაინის, სამხედროების, ქალაქებისა და თემების დასახმარებლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება