„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 3,8 მლნ ლარზე მეტია, 14 კილომეტრამდე სიგრძის სრულიად ახალი, დახურული ქსელის და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანის 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

„შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 71,3 მლნ ლარი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილია დამატებით24 120 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 13 320 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დაშრობილი მიწის ფართის რაოდენობაა 8725 ჰექტარი“, - აღნიშნული ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა