ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პროექტის საპროტესტო ბანერის მიტანის გამო, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბანერები გამოფინეს წარწერით: „არა რუსულ კანონს”, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნების” წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სხდომის დატოვებისკენ და ბანერის გატანისკენ მოუწოდებნენ, რამაც მხარეებს შორის სიტუაცია დაძაბა.

დარბაზში საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება დაცვის თანამშრომლებმა და ასევე, საკრებულოს სხვა წევრებმა განმუხტეს, თუმცა ამის შემდეგ ხმაური საკრებულოს დერეფანში გაგრძელდა.

“გაიტანე ეს ბანერი და გადი გარეთ! ვის უწოდებ რუსს, თავად მოღალატევ. როგორ ბედავ ჩვენს შეურაცხყოფას”,- მიმართეს მმართველი გუნდის წევრებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლაშა კომახიძეს.

თავის მხრივ, ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ "ცუდი საქციელია, როდესაც კოლეგებს ხელით ეხებიან". მათივე თქმით, “ქართული ოცნების” წევრებმა ბანერები დაუხიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“არ გაბედოთ მოახლოება, ეს რა საქციელია. თქვენ რუსებო, ეს მუქარა არ შეგრჩებათ, ხელები გაწიეთ”,- უპასუხეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს