ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა არ ჭრის - ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩალის ფასი აქვს

ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, არათუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით, უნდა ზრუნავდნენ ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის.

„რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეთი ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არ დაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, არათუ ასეთ შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პირიქით უნდა ზრუნავდნენ ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცა ქართველ ხალს შანტაჟის ენით ესაუბროს. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის ეს გამოჩნდა 2022 წელს და ახლაც ძალიან კარგად ჩანს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც გუშინ შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს