ირაკლი კობახიძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ უნდა ერქვას „ნაციონალური ბუნდოვანება“ – „გრეკოს“ ანგარიში, როგორც კი ითარგმნება, მაშინვე გამოქვეყნდება

პირდაპირ ვიტყვი, ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას "ნაციონალური ბუნდოვანება" - ასეთ ტყუილებს როდესაც ავრცელებს ეს კონკრეტული „ენჯეო“, გასაგებია მათი მიზანი რა არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ ევროსაბჭოს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიში არ გამოაქვეყნა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დარჩენილია ტექნიკური საკითხები და თარგმნის შემდეგ ანგარიში გამოქვეყნდება.

„ალბათ, გრეკოს ანგარიშზეა საუბარი. პირდაპირ ვიტყვი, ეს ტყუილი გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას "ნაციონალური ბუნდოვანება". სრულად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. "ნაციონალურმა ბუნდოვანებამ", ამ „ენჯეომ“ გამოაქვეყნა ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ "გრეკოს" ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გაცემული გვაქვს თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი, თარგმნა. დღეების ამბავია. როგორც კი ითარგმნება, მაშინვე გამოქვეყნდება. ასეთ ტყუილებს როდესაც ავრცელებს ეს კონკრეტული „ენჯეო“, გასაგებია მათი მიზანი რა არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ "საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს". როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახეზეა საშიში და საგანგაშო ტენდენცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება