ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი

დღეს ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

„ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ქართველმა სპეციალისტებმა მიიღეს, მან საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, აზიის განვითარების ბანკს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტში.

„სამი დღის წინ, ჩვენ ისტორიული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დავასრულეთ. წინ კიდევ ბევრი მასშტაბური და წარმატებული პროექტებია. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება