პრემიერი - წინა ხელისუფლების დროს მიგრაციის მაჩვენებლები ბევრად უფრო მძიმე იყო - გახსნილია საზღვრები და ცდუნება არსებობს, რომ ადამიანები ქვეყნიდან გავიდნენ - რამდენიმე წელი დაგვჭირდება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დავუახლოვდეთ

წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები ბევრად უფრო მძიმე იყო,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „საქსტატის“ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წელს ემიგრანტების რაოდენობა 95.6 %-ით გაიზარდა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, გახსნილია საზღვრები და ადვილია ქვეყნის დატოვება, „ცდუნება არსებობს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ადამიანები, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ“.

„ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, ამ გამოწვევებს შორის უმთავრესი დემოგრაფიაა. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც გამომწვევი მიზეზები აქვს. რაც შეეხება მიგრაციას, მიგრაციას არსებითად ორი მიზეზი აქვს. პირველი: ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებთან. მეორე: გახსნილია საზღვრები, ადვილია ქვეყნის დატოვება ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით ჯერ კიდევ სამმაგია, 2012 წელს ჩამორჩენა იყო 4.5. ამიტომ, წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე, ჩვენს პირობებში ცუდია დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი: ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა, გერმანიას სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს 2-ჯერ და ასე შემდეგ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ადამიანები, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. ასევე საზღვრებიც გახსნილია. „ნაცმოძრაობის“ დროს, მაშინ, როდესაც საზღვრები გახსნილი არ იყო, ორჯერ უარესი მაჩვენებლები იყო მიგრაციის კუთხით. ჩვენ უარყოფითი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ მთავარია აქ ეკონომიკის განვითარება. თუ ეკონომიკა წინ არ წავა და არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, უარყოფით მაჩვენებლები შენარჩუნდება. უახლოესი რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“,-აღნიშნა პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო