გიორგი ვაშაძე - თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!

თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბათუმში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება უნდა.

„თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ. ამ ქვეყნის უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ბედნიერად ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში. ამ ხალხს ვეუბნები, ვისაც გვინდა გაგვატარეთ! რას შეგვჭამეთ ბოლოს და ბოლოს! ამდენი შეჭამეთ, ამდენი ძარცვეთ ეს ქვეყანა, თავი დაგვანებეთ!

ამბობენ, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში თქვენი ადგილი ევროკავშირში არ იქნება, რადგან არადემოკრატიული ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არ არის. აქედან გამომდინარე ყველა ის სიკეთე, რაც ჩვენ გვაქვს შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

არის ჩანაწერი, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაიხედოს, თუ რუსული კანონის მიღების პროცესი წინ წავა. ამაზე უარესი ჩანაწერებია. ჩანაწერია, რომ თუ რუსული კანონი არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, შეჩერდეს ევროინტეგრაციის პროცესი. უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ კატასტროფას, სანქციები ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლას“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამავე კონტექსტში ვაშაძის განცხადებით, რეზოლუცია არის გაფრთხილება და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე რეალურია და „ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროპელი აღმასრულებელი ორგანოებისთვის. ეს საფრთხეები არის რეალური. „ქართულმა ოცნებამ“ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ამაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც საუბარი უნდა იყოს ინვესტიციების შემოტანაზე, რომ ამოიქაჩოს სოფელი და ქალაქი, ამის სანაცვლოდ უნდათ, რომ იზოლაციაში მოგვაქციონ. ეს რეზოლუცია არის ჩვენი გაფრთხილება, ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობას ხედავენ ამ მავნებლურ ქმედებებში. ჩვენ ყველას გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე რეალურია და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში