ნინო ლაცაბიძე  - ,,ქართული”  ალბათ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომლითაც ჩვენ ევროპის გზაზე უნდა ვიაროთ და ევროპული დიდი ოჯახისთვის საინტერესოც სწორედ ამიტომ ვართ

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული, ქართული ქორეოგრაფიის ფესტივალ ,,ქართულის" საკონკურსო ნაწილი, გალა-კონცერტითა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

კონკურს-ფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა და რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო, ფესტივალის მონაწილე ოცდაოთხივე ანსამბლს ხვდა წილად.

კონკურსის გრან პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელი ქორეოგრაფიული ჯგუფები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს.

,,ქართული” ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საფესტივალო ტრადიციაა, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ჩვენს ქალაქში ერთად დავაარსეთ. კონკურს-ფესტივალი, ჩვენ მთავარ ქართულ ღირებულებებზე დავაფუძნეთ და ქორეოგრაფიული ანსამბლები, რუსთავში შესანიშნავ ქართულ საღამოებს მართავდნენ. ,,ქართული” ალბათ ეს არის ის მთავარი ღირებულება, რომლითაც ჩვენ ევროპის გზაზე უნდა ვიაროთ და ევროპული დიდი ოჯახისთვის საინტერესოც სწორედ ამიტომ ვართ”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ფესტივალის გრან პრის მფლობელი, ბოლნისის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი" გახდა, რომელსაც რუსთავის მერიამ, გარდამავალი პრიზის გარდა, 10 000 ლარის ოდენობის ფულადო ჯილდო გადასცა, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და 7 000 ლარი გადაეცა რუსთავის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ჯავარს”.

,,ძალიან ემოციური საკონკურსო 5 დღე გავიარეთ და დღეს გამოვლინდნენ გრან-პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ,,ქართულის” თითოეული მონაწილეა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი არის ის, რომ რუსთავში მოხდა ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედი ანსამბლების დამეგობრება და შეკავშირება”, - განაცხადა რუსთვის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

ფესტივალი ,,ქართული", წელს პირველად ჩატარდა და მასში ქვემო ქართლის 24 ანსამბლი და 1500 მოცეკვავე მონაწილეობდა. „ქართულისთვის“ ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად „ქართულისთვის“ კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო" ასრულებს.

,,ქართულის" არასაკონკურსო საფესტივალო დღეები, რუსთავში კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში