ლევან არველაძე ოპოზიციას - თქვენ გადალახეთ ყველანაირი მორალური ზღვარი, თქვენი ბელადი იყო საბაჟოზე რუსებს რომ ხვდებოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლევან არველაძემ პოლიტიკური განცხადებების დროს, ოპოზიცია სიცრუეში და ხელისუფლების მომხრეთა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

„დღეს მოვისმინეთ ძალიან მძიმე განცხადება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისგან, სადაც ჩვენს მომხრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს პირდაპირ ბნელები, ჩმორები, მოსყიდულები ეძახა. ეს ძალიან მძიმე განცხადებაა. დღეს რომ გამოდიხართ და საუბრობთ, რომ არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, ეს არ არის შეურაცხყოფა? ბნელი ვინ არის კარგად ვიცი. ბნელი და წარსული არის გვარამია, მელია და ზურაბ ჯაფარიძე“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა 29 აპრილს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით საქართველო ღირსეულად შევა ევროპაში.

„მე დარწმუნებული ვარ, 29 აპრილს ძალიან დიდი, მასშტაბური აქცია იქნება, სადაც ჩვენი შვილები, მეგობრები და მხარდამჭერები იქნებიან. ჩვენი ფასეულობებით, კულტურით, რწმენით ღირსეულად შევალთ ევროპაში.

მაშინ როცა გვარამია და მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი ფიგურები იყვნენ, ევროპაში მივდიოდით? სად იყო ბიზნესის თავისუფლება, სად იყო ადამიანების უფლებები? არ არსებობდა. ამიტომ თქვენგან ვერ მივიღებთ კრიტიკას. თქვენ გადალახეთ ყველანაირი მორალური ზღვარი. თქვენ ვერ გვასწავლით, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. თქვენი ბელადი იყო საბაჟოზე რუსებს რომ ხვდებოდა, სწორედ თქვენ ხვდებოდით რუსებს ზარ-ზეიმით“, -განაცხადა ლევან არველაძემ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება