საბა ბუაძე - მივმართავ კახა კალაძეს, რომელიც ამავდროულად თვითმმართველობების ასოციაციის პრეზიდენტია, რომელიც იღებს პარტნიორების დონორულ დახმარებას - როდის აპირებთ დარეგისტრირდეთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად?

მინდა მივმართო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც წლების განმავლობაში იღებდა და იღებს ჩვენი პარტნიორების დონორულ დახმარებას - ბატონო კახა, როდის აპირებთ დარეგისტრირდეთ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად? - ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი “რუსულ სპეცოპერაციას საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ ატარებს”.

“ამას ვერაფერს დავარქმევ სხვას, თუ არა ივანიშვილის რუსულ სპეცოპერაციას ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. აი, ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს და წყდება ვინ არის ამ პროცესის მონაწილე და ვინ არის ამ პროცესის წინააღმდეგ. როცა ყველა პარტნიორი გეუბნება, რომ ეს კანონი არ მიიღო, ეს კანონი დაგაშორებს შენ ევროკავშირს და შენ მაინც იღებ ამ კანონს და თან ლანძღავ იმ სივრცეს, რომლის ნაწილიც გინდა, რომ გახდე, ეს არ არის ევროპა. ეს არის ამ ქვეყნის ღალატი. თურმე ჩვენი პარტნიორების ამ გზავნილებს აქვს “ჩალის ფასი”. მაშ, რისი ფასი აქვს კობახიძის და მდინარაძის სიტყვებს, რომლებმაც ზუსტად ერთი წლის წინ ქართველ ხალხს უთხრეს, რომ გაიწვევდნენ ამ კანონს და აღარასდროს არ დააბრუნებდნენ. რა ფასი აქვს მათ სიტყვას და რა ფასი აქვთ საერთოდ მათ? როგორც ივანიშვილის ყველა სიბინძურის გამტარებს.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ სიბეცეს, რომელიც მოვისმინეთ დედაქალაქის მერისგან, რომელიც არის ამ ამაზრზენი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი. თურმე გამჭვირვალობისთვის იბრძვის კალაძე, მაშინ როდესაც ათასზე მეტი უპასუხო წერილი აქვს მარტო ამ საკრებულოს წინაშე. თურმე გამჭვირვალობა არის ფასეული? მოითხოვეთ თქვენ საკრებულოს უმრავლესობამ, რომ გამოგიგზავნონ ეს წერილები, რომელიც კანონით გვეკუთვნის. ხომ გამჭვირვალობაში არის საქმე და ხომ ფასეულია გამჭვირვალობა? თქვენ დაქვემდებარებულ სააგენტოებს უთხარით გამოაგზავნონ ის ინფორმაცია, რომელსაც ორ წელზე მეტია მალავენ.

არანაირ გამჭვირვალობაში არ არის საქმე. ეს არის რუსული სპეცოპერაცია ამ ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ”, - განაცხადა ბუაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია