საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ზუგდიდში განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ზუგდიდში განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონპროექტების ძირითადი არსი გააცნო.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიზანია გაირკვეს, ეთანხმება თუ არა საზოგადოება ცვლილებებს.

„ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არჩევნების გზით, გარკვეული პერიოდით, საქართველოში ოთხი წლის ვადით, გადასცემს მანდატს თავის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდეგ ხალხის სახელით იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, მთლიანად ეს პროცესი არის საზოგადოებასთან უკუკავშირის პროცესი. ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუცია და კანონები გვეუბნება, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, როდესაც მანდატი, რომელიც პარლამენტს აქვს, ბოლომდე საკმარისი არ არის რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად და საჭიროა ხალხთან კიდევ ერთხელ უშუალო კომუნიკაცია. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა ფუნდამენტური საკითხი მოწესრიგებულია კონსტიტუციაში, სადაც ასახულია ჩვენი ღირებულებები - თუ რაზე ვდგავართ, ჩვენი იდეალები - თუ რისკენ ვისწრაფვით, ჩვენი სახელმწიფო მოწყობის ძირითადი სტრუქტურა და კონცეფცია. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ღირებულებებს, ამ ღირებულებების დაკონკრეტებას საკანონმდებლო წესით, საჭიროებს თავდაპირველ კონსულტაციას საზოგადოებასთან", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციის თანახმად, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ჩვენი კულტურა, ზნეობა და მორალი ვერ შეიწყნარებს იმ ღირებულებებს, რასაც ფსევდოლიბერალური ჰქვია და რაც ეწინააღმდეგება ოჯახურ ღირებულებებს.

დავით მათიკაშვილის განმარტებით, უმცირესობის უფლებები კანონით არის დაცული, თუმცა ამავდროულად, დაცული უნდა იყოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები.

კონსტიტუციურ კანონპროექტებზე ასევე ისაუბრეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: გრეტა წიწავამ, გიორგი ხახუბიამ, მერაბ ქვარაიამ, სოზარ სუბარმა, ფრიდონ ინჯიამ და შალვა კერესელიძემ.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია".

ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა 27 აპრილს, მესტიაში გაიმართება“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა