ირაკლი ხელაძე - როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს.

„ევროპარლამენტი ითხოვს სანქციები დაუწესდეს ადამიანს, რომელმაც ქვეყნისთვის, საკუთარი სახსრებით არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იგივე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. ეს ჩვენთვის ვერ იქნება ევროპული სტანდარტი. ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს. საქართველო არ გეგონოთ თქვენს მფლობელობაში არსებული მოღალატე პოლიტიკოსების და წურბელების ქვეყანა. საქართველო არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა და რაც არ უნდა მოხდეს, ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის დაცვაა. ირაკლი ხელაძის თქმით, ეს ერთად დგომით აუცილებლად მოხერხდება. ირაკლი ხელაძემ 29 აპრილს ჩანიშნული აქციის შესახებაც ისაუბრა და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ყველა ერთხმად ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გათავისუფლდეს; გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტმა უნდა მიიღოს კანონის სახე; აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. 29 აპრილს თქვენ ნახავთ თავისუფალი, ღირსეული საქართველოს მოქალაქეების პროტესტს. პირველ რიგში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ამიტომ, ყველა ღირსეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, დავდგეთ ერთად და ერთად დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება“,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო