„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ბათუმში მსვლელობა მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - ამ ლოზუნგით ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას აწყობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ბათუმის უნივერსიტეტის შენობიდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.

„ჩვენი გზა არის ევროპისკენ, გამარჯვებისკენ და ამ გზას გაუმარჯოს. ბათუმის ქუჩებიდან რუსულ ოცნებას ვუთხრათ არა. არა ყველაფერს რუსულს, ევროპას კი, საქართველოს გაუმარჯოს”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსვლელობამდე ბათუმში, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა საერთო საზოგადოებრივი განხილვა - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.

განხილვას დაესწრნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება