შალვა ოგბაიძე - მე ჩემს შვილებთან ერთად რუსეთთან ბრძოლის ვეტერანი ვარ - თქვენ კი 2008 წლის ომის დროს ერთმანეთს ასწრებდით წითელ ხიდზე

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 29 აპრილს აქციაზე თავის ოჯახის წევრებთან ერთად მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, 90-იანების შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძოდ, საავტომობილო ფედერაცია შეიქმნა, რომელიც მსოფლიო და ევროპულ სტრუქტურაში გაწევრიანდა.

,,ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია - საავტომობილო ფედერაცია, მას შემდეგ, რაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მსოფლიო და ევროპულ სტრუქტურაში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში გავაწევრიანეთ და 1998 წლიდან, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის გამოკლებით, ევროპის ჩემპიონატი აქ ტარდებოდა’’, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, საქართველოში ფორმულა 1-ის ტრასის მშენებლობაც იყო დაგეგმილი, თუმცა, ეს ტერიტორია იმ ადამიანს აჩუქეს, რომელიც საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას ცდილობდა.

,,რაც შეეხება რუსეთისკენ სვლას, მე ჩემს შვილებთან ერთად რუსეთთან ბრძოლის ვეტერანი ვარ. თქვენ კი 2008 წლის ომის დროს ერთმანეთს ასწრებდით წითელ ხიდზე’’, - მიმართა ოპოზიციას შალვა ოგბაიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია